13:02 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-30 19:15:23, 909 ნახვა

პოლიტიკა
სოხუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

სოხუმის დრამატული თეატრის მიმდებარე მოედანზე ე.წ. ოპოზიციის „სახალხო აქცია“ მიმდინარეობს.

აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ეწინააღმდეგებიან კანონს „ბინების ლეგალიზაციის, აფხაზეთის დასახლების, აფხაზური მიწების განაწილებისა და ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის“ შესახებ.

სოხუმის ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსის ირგვლივ უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები გატარდა, დამონტაჟდა ლითონის ღობეები, მავთულხლართები და განთავსდა ავტობუსები.

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე საპროტესტო აქციის პარალელურად, ე.წ. პრეზიდენტი ბჟანია  "სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებს" შეხვდა და აქციაზე, მართლწესრიგის დაცვაზე ისაუბრა.

„ვავალებ სამართალდამცავ ორგანოებს, იმოქმედონ კანონის მკაცრი დაცვით, გამოირიცხონ შესაძლო სამართალდარღვევები და პროვოკაციები, ხოლო მათი წარმოშობის შემთხვევაში მიიღონ სამართლებრივი ზომები“, - განაცხადა ბჟანიამ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics