|
2023-05-30 13:33:05, 663 ნახვა
პოლიტიკა
კორძაია უმრავლესობას - ის, რომ ჩვენთან არის მშვიდობა, ეს ევროპის დამსახურებაც არის და უკაცრავად, რომ ამის შეხსენება მიწევს
რატომ ვივიწყებთ იმას, რას აკეთებს ჩვენთვის ევროპა, რა გაუკეთებია დღემდე და რა ხარისხის მხარდაჭერას ავლენს ის საქართველოსთან მიმართებაში. ის, რომ ჩვენთან არის მშვიდობა, ეს ევროპის დამსახურებაც არის და უკაცრავად, რომ ამის შეხსენება მიწევს. არ არის იმის თქმა სწორი, თუ რა სარგებელს იღებს ჩვენგან ევროკავშირი და რა სარგებელს იღებს საქართველო ევროკავშირისგან. ცოტა უხერხულია 3 მილიონიანი ქვეყნისა და ევროკავშირის შედარება ფინანსური სარგებლის თვალსაზრისით", - ამ სიტყვებით მიმართა პლენარულ სხდომაზე უფრაქციო პარლამენტის წევრმა, თამარ კორძაიამ საპარლამენტო უმრავლესობას. როგორც თამარ კორძაიამ აღნიშნა, მის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 1-ელი მარტიდან 2023 წლის 26 აპრილამდე, საქართველოში ჯამურად გასხვისდა 424 ათას 449 კვადრატული მეტრი მიწა რუსეთის მოქალაქეებზე, დარეგისტრირდა 8 832 ინდივიდუალური მეწარმე და ასევე, შეიქმნა და დარეგისტრირდა 889 იურიდიული პირი. „ეს სტატისტიკა საკმაოდ ბევრია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ეს ყველაფერი ხდებოდა ვიდრე პირდაპირი ფრენები აღდგებოდა რუსეთიდან საქართველოში. შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში შემოდიან, აწარმოებენ ბიზნესს და ყიდულობენ უძრავ ქონებას. პოლიტიკურად რაში გვჭირდებოდა პირდაპირი ფრენების აღდგენა, თუნდაც იმ ეკონომიკური გაძლიერებისთვის, რაზეც დღეს ირკალი კობახიძემ ისაუბრა, თუ არა ის, რომ ევროპისთვის ჩვენი ცუდი დამოკიდებულება გვეჩვენებინა და გვეჩვენებინა, რომ ჩვენ მაინცდამაინც არ ვართ მათი პარტნიორები", - განაცხადა კორძაიამ.
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
პაპუაშვილი ამბობს, რომ 4 სპეცრაზმელის დასაკავებლად რეჟიმს 3 წელი დასჭირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)