13:12 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-30 13:20:20, 748 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - სანქციების დაწესება იქნებოდა ესკალაციისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი, ჩვენ ვერ დავუშვებთ ესკალაციის გაღრმავებას

სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი - ჩვენ არ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციას, რასაც აქვს ორი ძირითადი მიზეზი - პირველ რიგში, სანქციების დაწესება იქნებოდა ესკალაციისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი და ჩვენ ვერ დავუშვებთ ესკალაციის გაღრმავებას, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და ხალხის უსაფრთხოება და მეორე - ეკონომიკური კუთხით სანქციებს ექნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის და  ხალხისთვის უმძიმესი შედეგები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. 

კობახიძის თქმით, ევროკავშირის ელჩებმა დემარშით პრაქტკულად მოითხოვეს სანქციების დაწესება რუსეთის ფედერაციისთვის, რაც ერთგვარი სიურპრიზი იყო.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში როგორც რადიკალური ოპოზიცია, ასევე ჩვენი პარტნიორები ამტკიცებდნენ, რომ ისინი არ ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, თუმცა ახლა ვიხილეთ განსხვავებული მიდგომა. ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი სანქციებთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციას, რასაც ისევ და ისევ აქვს ორი ძირითადი მიზეზი - პირველ რიგში სანქციების დაწესება იქნებოდა ესკალაციისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი და ჩვენ ვერ დავუშვებთ ესკალაციის გაღრმავებას, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და ხალხის უსაფრთხოება და მეორე - ეკონომიკური კუთხით სანქციებს ექნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის უმძიმესი შედეგები. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამაზე,  როცა სანქციას უწესებ სხვას, ამის მიზანი უნდა იყოს მისი დასჯა და როდესაც სანქციების დაწესებით სჯი არა სხვას, არამედ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს, ეს არის ჩვეულებრივი აბსურდი და ამას  ვერ გავაკეთებდით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics