|
2023-05-30 12:58:00, 662 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - მოგვანიჭეთ სტატუსი - სტატუსი დაასრულებს პოლარიზაციას საქართველოში
მოგვანიჭეთ სტატუსი - სტატუსი დაასრულებს პოლარიზაციას საქართველოში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ყველაფერი მოქმედი ხელისუფლების გაკეთებულია. "ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი ჩვენი ხელისუფლების ყოფნის პერიოდში - ეს არის რეალობა, ამიტომ აქცენტი ჯობია გავაკეთოთ გაერთიანებაზე ოპოზიციის და მთავრობის. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი. ასეთი ყალბი ინფორმაციის გავრცელება არ უნდა ხდებოდეს. აი ეს - „გააქტიურდა ურთიერთობები რუსეთთან" - ასეთი ყალბი ინფორმაციის ხსენება არ არის მართებული. ეს არ არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, ამიტომ ამ ადამიანის არჩევანია და ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ დარბაზისთვის მინდა განვმარტო, რომ ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად. ჩვენ ვიცავთ, ჩვენ უზრუნველვყოფთ კეთილდღეობას, სტაბილურობას, მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში. ამავდროულად, ჩვენ წინ მივდივართ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე... ყველას ესმის ამ დარბაზში, რომ საქართველო აჩვენებს ძალიან გონივრულ, ძალიან პრაგმატულ, საკმაოდ უნიკალურ დამოკიდებულებას. ჩვენ ამ რთულ სიტუაციაში ნავიგაციას ვცდილობთ და თან წინ მივიწევთ ჩვენს ევროკავშირის გზაზე და კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს ვდებთ. ნებისმიერი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი მთავრობის მუშაობაზე ისაუბრებს და იტყვის, რომ ჩვენი გაკეთებულია ევროკავშირის გზაზე ყველაფერი",- განაცხადა პრემიერმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გუშინ, 29 მაისს გაემგზავრა. ფორუმი 29-31 მაისს იმართება. პრემიერი სლოვაკეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)