|
2023-05-29 22:38:24, 1134 ნახვა
პოლიტიკა
რამდენიმე წლის წინ ასეთ რამეს ვერ წარმოვიდგენდით, ტრაგედიაა - არძიმბა ფაშინიანის განცხადებამ აღაშფოთა
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მარიონეტმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ შეშფოთება გამოთქვა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ მზადაა მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიაროს. „რამდენიმე წლის წინ ასეთ რამეს ვერ წარმოვიდგენდით, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ასე ეთქვა. სხვათა შორის, სომხეთში ბევრმა ეს უარყოფითად მიიღო. ჯერ კიდევ 1992 წელს სომხეთის უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისი დოკუმენტი ან შიდასამართლებრივი აქტი, სადაც მთიანი ყარაბაღი აღიარებულია აზერბაიჯანის ტერიტორიად, მიუღებელია სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღსასრულებლად. ანუ გამოდის, რომ პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის განცხადება ეწინააღმდეგება სომხეთის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა არძინბამ აფხაზური ტელევიზიის ეთერში. მან ფაშინიანის სიტყვებს "უპრეცედენტო მოვლენა" უწოდა და დასძინა, რომ ახლა "ძალიან მკაცრი გეოპოლიტიკის ეპოქაა". „ის რაც მოხდა მთიან ყარაბაღთან არის გეოპოლიტიკური კონსენსუსის შედეგი. იმ დროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, მართლაც შედეგები შეიძლება იყოს საკმაოდ ტრაგიკული. და რაც მოხდა მთიან ყარაბაღში არის ტრაგედია, თუ გახსოვთ რამდენი ბავშვი დაიღუპა და რა შედეგი მოჰყვა ამას“, - დასძინა მან. როგორც უკვე გავრცელდა ინფორმაცია, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი მზად არის აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორია, მათ შორის მთიანი ყარაბაღი. უახლოეს მომავალში ორი ქვეყნის ლიდერებმა შესაძლოა სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერონ ხელი. ამასთან, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „არცახი არ იყო და არც იქნება აზერბაიჯანის შემადგენლობაში“. აღსანიშნავია, რომ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა აღიარებულია მხოლოდ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებად - აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, პრიდნესტროვის მოლდოვის რესპუბლიკა.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)