|
2023-05-29 19:26:05, 961 ნახვა
პოლიტიკა
დავითაშვილი - საქართველოს სიტუაცია არ შეიძლება განხილული იყოს იგივე კონტექსტში, როგორც სხვა ქვეყნების მდგომარეობა
საქართველოს სიტუაცია არ შეიძლება განხილული იყოს იგივე კონტექსტში, როგორც სხვა ქვეყნების მდგომარეობა, - ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროკავშირის 27 ელჩის დემარშს. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველოს განსაკუთრებით რთული მდგომარეობა გააჩნია, ვინაიდან ქვეყანას აქვს პირდაპირი საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან და ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული, აქედან გამომდინარე საქართველოს კონტექსტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონტექსტისგან განსხვავდება. "ევროკავშირის ელჩის განცხადება ჩვენი შეხვედრის შემდეგ. ჩვენ გვქონდა ძალიან ღია, გულწრფელი დიალოგი იმ საკითხებზე, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის დღეს აქტუალურია. თქვენ იცით, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გამოთქვეს თავისი მოსაზრება საქართველოში ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და ზუსტად ეს იყო ძირითადი განხილვის საგანი. ჩვენ ზოგადად არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე ვიმსჯელეთ. ვიმსჯელეთ იმაზე, რომ საქართველოს მდგომარეობა, საქართველოს სიტუაცია არ შეიძლება განხილული იყოს იგივე კონტექსტში, როგორც სხვა ქვეყნების მდგომარეობა. საქართველოს განსაკუთრებით რთული მდგომარეობა გააჩნია - საქართველოს აქვს პირდაპირი საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან და საქართველოს ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული. ასე რომ, საქართველოს კონტექსტი განსხვავდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონტექსტისგან და ამაზე ღია საუბარი იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან, ელჩებთან. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ელჩისთვის აბსოლუტურად გასაგები და ლოგიკურია. ჩვენ ასევე შევეხეთ ზოგადად ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში სანქციების აღსრულების და შესრულების საკითხებს. მათ შორის იმაზე, რომ ჩვენ გვექნება დამატებით სამი ახალი დაკავშირების პუნქტი რუსეთის ფედერაციასთან. დღეს იცით, რომ ძირითადი საზღვარი გვაქვს ლარსით და აქ ხდება საბაჟო კონტროლი მკაცრად და ამას ყველა ხაზს უსვამს, რომ საქართველო არის სანდო, საიმედო პარტნიორი საერთაშორისო თანამეგობრობის სანქციების აღსრულების პროცესში. თუმცა ახალი სამი დაკავშირების პუნქტი თბილისის ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში. აქ ჩვენი მხრიდან რა თქმა უნდა არსებობს მზა პოზიცია რაც საბაჟო შესაძლებლობებს ზრდის და ისევე როგორც უმაღლეს დონეზე ხდება სანქციების აღსრულება ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ასევე იქნება დამატებითი საბაჟო კონტროლი ამ აეროპორტებშიც - ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს გავუზიარეთ. ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ცალსახა არ არის პოზიციები დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდანაც სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით ზოგადად და ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო, თუ როგორია პროგნოზი, როგორი იქნება მომავალში დამოკიდებულება სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით", - განაცხადა დავითაშვილმა.
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)