21:15 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-29 17:02:20, 893 ნახვა

მსოფლიო
ჩეხეთის გენერალური შტაბის უფროსი - რუსეთსა და ნატო-ს შორის ომი ყველაზე ცუდი სცენარია, მაგრამ ეს შესაძლებელია

რუსეთსა და ნატო-ს შორის ომი, ყველაზე ცუდი სცენარია, მაგრამ ეს შესაძლებელია, - ამის შესახებ ჩეხეთის გენერალური შტაბის უფროსმა, კარელ რზეჰკამ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამოცდილებიდან გამომდინარე, აუცილებელია, ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერება, სწორედ ამ ეტაპს გადის ახლა ჩეხეთი, ვინაიდან, როგორც რზეჰკა აღნიშნავს, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ნატო-ს წინააღმდეგ ომს დაიწყებს, ჩეხეთიდან ჯარისკაცები ალიანსის დასაცავად ომს შეურთდებიან. 

„ჩეხეთის რესპუბლიკა ნატო-ს წევრი ქვეყანაა და ამას მოაქვს სარგებელი, თუმცა ასევე აკისრებს გარკვეულ ვალდებულებებს. ამიტომ, ომის დაწყების შემთხვევაში, ჩეხი ჯარისკაცების დიდი რაოდენობა შეუერთდება საბრძოლო მოქმედებებს ალიანსის გეგმების შესაბამისად“, - აღნიშნა რზეჰკამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის რეჟიმმა გადაწყვიტა, 9 მაისამდე მოსკოვში ყველა მობილური კომუნიკაცია ჩაახშოს
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics