14:48 - 09 May, 2026
|
2023-05-29 16:21:42, 1216 ნახვა
პოლიტიკა
გაგლოევი - ვიმედოვნებ, რომ მალე მოვა დრო, როცა „სამხრეთ ოსეთი“ რუსეთის შემადგენლობაში შევა
ვიმედოვნებ, რომ მალე მოვა დრო, როცა "სამხრეთ ოსეთი" რუსეთის შემადგენლობაში შევა,- ამის შესახებ დროებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა განაცხდა. გაგლოევის თქმით, "სამხრეთ ოსეთს" მკაფიოდ აქვს განსაზღვრული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და ის, რომ მისი მისი მთავარი მოკავშირე რუსეთია. "სამხრეთ ოსეთის" რესპუბლიკა სრულად უჭერს მხარს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას. ჩვენ გვიხარია, რომ ჩვენი მეგობრებისთვის დადგა ისტორიული მომენტი, რომ ხალხის სურვილი რუსეთთან გაერთიანების შესახებ დაემთხვა ამ ნაბიჯის გეოპოლიტიკურ შესაძლებლობას. მე ვიმედოვნებ, რომ არ არის შორს ის დღე, როცა სამხრეთ ოსეთის ჯერი მოვა",- განაცხადა გაგლოევმა.
გაგლოევის თქმითვე, "რესპუბლიკამ" დაამყარა კონსტრუქციული და მეგობრული ურთიერთობები რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან, რომელიც „გააზრებულად განიხილავს ყველა პრობლემას და მზადაა, საჭირო დახმარება გაუწიოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში“.
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)