14:48 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-29 13:30:18, 950 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი „ქართულ ოცნებაზე“ - ალბათ, საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ვერ გაიცნეს

ალბათ, ვერ გაიცნეს საქართველოს პრეზიდენტი კიდევ,- ასე ეხმაურება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს დღევანდელ განცხადებას.

როგორც მხილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, "პრეზიდენტი რასაც, როცა და როგორც ჩათვლის საჭიროდ, იმას გააკეთებს".

"არ მგონია, რომ ეს გაფრთხილება ყოფილიყო. ეს, ალბათ, უფრო იყო იმის გადაფარვის მცდელობა, რაც 26  მაისს ჩაიდინეს და გამოიჩინეს - უპატივცემულობა პრეზიდენტის მიმართ... მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა გაიყვანოს სამშვიდობოზე. უბრალოდ "ქართული ოცნება" ვერ იღებს პრეზიდენტის კრიტიკას... განცხადებაში იყო, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილისგან დაიცავს პრეზიდენტს "ქართული ოცნება". მე შემიძლია ერთი რამ გითხრათ, რომ პრეზიდენტი საზოგადოებას არ ყოფს",- თქვა მსხილაძემ.

კითხვას, მმართველ პოლიტიკურ გუნდს ხომ არ აღიზიანებს სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებლობა, საპარლამენტო მდივანი ასე პასუხობს:

"შეიძლება... პრეზიდენტი რასაც, როცა და როგორც ჩათვლის საჭიროდ, იმას გააკეთებს საზოგადოების საკეთილდღეოდ".

ცნობისთვის, დღეს, 29 მაისს "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა საბჭომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა. 

"უნდა დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი მაშინაც კი, როდესაც მას თავად მოქმედი პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს",- ნათქვამია პოლიტსაბჭოს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics