|
2023-05-29 12:13:26, 882 ნახვა
პოლიტიკა
ენმ - პრემიერი ვალდებულია, მოვიდეს პარლამენტში და გასცეს პასუხი კითხვაზე, ვინ აწარმოებდა რუსეთთან ფარულ მოლაპარაკებებს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მისვლას მოითხოვს. ამის შესახებ პარტიის წევრმა, თინა ბოკუჩავამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, პრემიერმა უნდა განუმარტოს საზოგადოებას, ვინ აწარმოებდა ფარულ მოლაპარაკებებს რუსეთის ფედერაციასთან. "არის ძალიან მწვავე კითხვები საზოგადოებაში იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულად ვინ აწარმოებდა მოლაპარაკებებს ოკუპანტ სახელმწიფოსთან; იყო ეს ერთი პიროვნება თუ პირთა წრე. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, კონკრეტულად სახელები და გვარები ამ ადამიანების, რომლებიც მალულად და მოღალატეობრივად აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს ოკუპანტ სახელმწიფოსთან; რა მიიღო "რუსულმა ოცნებამ" სნაცვლოდ; რა დათმო ხელისუფლებამ; განიხილებოდა თუ არა აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა ან საზღვაო მიმოსვლის აღდგენა, რაც ვიცით, რომ ხორციელდება საჰაერო მიმოსვლასთან ერთად. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ფორმალურად ასრულებს ამ მოვალეობას, ვალდებულია, რომ მოვიდეს პარლამენტში და საზოგადოებას გასცეს კითხვებზე პასუხები. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამის ვალდებულება მას გააჩნია კანონით, რომ 1-ელ ივნისამდე მოვიდეს პარლამენტში და წარადგინოს ყოველწლიური ანგარიში",- განაცხადა თინა ბოკუჩავამ. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი ქართული ხელისუფლების მოთხოვნის საპასუხოდ გადადგა, რის შემდეგაც საზოგადოებისგან მადლობას მოელოდა, მაგრამ გადაწყვეტილებას გაუგებარი უკმაყოფილება მოჰყვა. მიმდინარე წლის 10 მაისს, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის შესახებ გაცემული ბრძანება გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გამოაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას გულისხმობდა. პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებიდან ხუთ დღეში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პირდაპირი რეისების განსახორციელებლად პირველი ნებართვაც გასცა. 15 მაისს, ფრენების შესრულების ნებართვა რუსულმა ავიაკომპანია Azimuth Airlines-მა 17 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით მიიღო. 19 მაისს, შოთა რუსთაველის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი დაეშვა. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, რომელიც ირწმუნება, რომ Azimuth Airlines-ი ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი რეისების შესასრულებლად, 16 მაისს თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებისთვის ავიაკომპანია Georgian Airways-სთვის კიდევ ერთი ნებართვა გასცა. 19 მაისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ივნისიდან სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე ოპერირებას ავიაკომპანია Red Wings-იც დაიწყებს.
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)