|
2023-05-28 14:05:37, 820 ნახვა
მსოფლიო
ქემალ ქილიჩდაროღლუ - არჩევნები უმძიმეს პირობებში მიმდინარეობს, თუმცა მჯერა მოქალაქეების საღი აზრის
არჩევნები უმძიმეს პირობებში მიმდინარეობს, თუმცა მე მჯერა ჩვენი მოქალაქეების საღი აზრის,- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ განაცხადა. ქილიჩდაროღლუ საარჩევნო უბანზე უკვე მივიდა და მეორე ტურში საკუთარი არჩევანიც დააფიქსირა. "მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, მივიდნენ საარჩევნო ყუთებთან, რომ ამ ქვეყანაში დადგეს ნამდვილი დემოკრატია და თავი დავაღწიოთ ამ ზეწოლას. ეს არჩევნები უმძიმეს პირობებში მიმდინარეობს, თუმცა მე მჯერა ჩვენი მოქალაქეების საღი აზრის",- თქვა ქილიჩდაროღლუმ. შეგახსენებთ, თურქეთში, დღეს, 28 მაისს რესპუბლიკის ისტორიაში პირველად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და 6 ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ უპირისპირდებიან. თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 14 მაისს გამართულ არჩევნებში პრეზიდენტობის ვერც ერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღო. პირველი ტურის შედეგების მიხედვით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 49,52%, ქემალ ქილიჩდაროღლუმ 44,88%, ხოლო სინან ოღანმა 5.17% მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მესამე ადგილზე გასულმა სინან ოღანმა რამდენიმე დღის წინ მეორე ტურში მხარდაჭერა მოქმედ პრეზიდენტს გამოუცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)