21:16 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-28 14:00:12, 868 ნახვა

მსოფლიო
„ჩვენს სამშობლოს გამარჯვებას ვუსურვებ“ - რეჯეფ თაიფ ერდოღანი საარჩევნო უბანზე მივიდა

თურქეთის რესპუბლიკის მოქმედმა პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მეორე ტურში საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. 

"ანადოლუს" ცნობით, ერდოღანი სტამბულში, უსკუდარის რაიონში გახსნილ ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, ემინე ერდოღანთან ერთად იმყოფებოდა.

"ჩვენს სამშობლოს სიმშვიდესა და გამარჯვებას ვუსურვებ. ვლოცულობთ, რომ ყველაფერი წყნარად და წარმატებულად ჩატარდეს. ეს ჩვენი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია",- განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, თურქეთში, დღეს, 28 მაისს რესპუბლიკის ისტორიაში პირველად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. 

ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და 6 ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ უპირისპირდებიან.

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 14 მაისს გამართულ არჩევნებში პრეზიდენტობის ვერც ერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღო.

პირველი ტურის შედეგების მიხედვით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 49,52%, ქემალ ქილიჩდაროღლუმ 44,88%, ხოლო სინან ოღანმა 5.17% მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ მესამე ადგილზე გასულმა სინან ოღანმა რამდენიმე დღის წინ მეორე ტურში მხარდაჭერა მოქმედ პრეზიდენტს გამოუცხადა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის რეჟიმმა გადაწყვიტა, 9 მაისამდე მოსკოვში ყველა მობილური კომუნიკაცია ჩაახშოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics