|
2023-05-28 10:23:52, 1122 ნახვა
ეკონომიკა
SUN EXPRESS-ი საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
საქართველოს ბაზარზე ოპერირება თურქულ-გერმანულმა ავიაკომპანია SunExpress-მა დაიწყო. აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ანტალიიდან ბოინგ 737-800-ით პირველი რეგულარული რეისი გამთენიისას შეასრულა და 135 მგზავრი ჩამოიყვანა. 2-წლიანი მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა. Sun Express თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთდროულად თურქეთის სამი ქალაქიდან: დედაქალაქ ანკარადან, ანტალიიდან და იზმირიდან კვირაში 5 სიხშირით იფრენს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ბიზნესგანვითარების მენეჯერის, ვაკო ჭილაშვილის განცხადებით, ახალი ავიაკომპანია ბაზარზე კონკურენციას კიდევ უფრო გაზრდის. "თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ანტალიიდან ავიაკომპანია Sun Express-მა პირველი რეგულარული რეისი განახორციელა. ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით ანტალიიდან და იზმირიდან კვირაში ორჯერ, ხოლო დედაქალაქ ანკარადან კვირაში 1 სიხშირით იფრენს. ჩვენ მოლაპარაკებებს ავიაკომპანიასთან 2 წელზე მეტი ვაწარმოებდით და მათი მხრიდან დადებითი გადაწყვეტილება ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინ იქნა მიღებული. იმედი გვაქვს, რომ ისეთი ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა, როგორიც Sun Express-ია კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს ავიაბაზარზე კონკურენციას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველო-თურქეთს შორის ტურიზმის განვითარებას",- განაცხადა ვაკო ჭილაშვილმა. SunExpress 33 წლის წინ ანტალიაში დაფუძნებული ავიაკომპანიაა და იზმირისა და ანტალიის ძირითად ავაიგადამზიდავს წარმოადგენს. ის გახდა პირველი კერძო ავიაკომპანია, რომელმაც 2001 წელს მომხმარებლებს თურქეთსა და გერმანიას შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები შესთავაზა. SKYTRAX-ის მიხედვით, SunExpress 2022 წლის საუკეთესო ტურისტულ ავიაკომპანიად დასახელდა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)