13:32 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-26 18:26:49, 1009 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი კობახიძეზე - ეს არის გზავნილი კრემლისთვის, რომ მას დამოუკიდებელი საქართველო არ აინტერესებს

წარმოუდგენელია მმართველი პარტიის, პარლამენტის წევრი, უმრავლესობის ლიდერი არ იღებდეს მონაწილეობას ასეთ ოფიციალურ ღონისძიებაში, ეს არის გზავნილი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, გზავნილი კრემლისთვის, რომ მას არ აინტერესებს დამოუკიდებელი საქართველო, - ასე შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი გამართულ ღონისძიებაში არ მონაწილეობის საკითხი.

გარდა ამისა ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძის დღევანდელი ქმედება იყო საბოტაჟი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ, ვინაიდან მათ ერთმანეთში დაპირისპირება აქვთ, რადგანაც ვერ იყოფენ პრემიერ-მინისტრის სკამს. 

„ცივილიზებულმა სამყარომ, დასავლელმა პარტნიორებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს, არის კრემლის, პუტინის რუსეთი, რომელმაც არც მიულოცა, არც აღიარებს ქვეყნის დამოუკიდებლობას და ზუსტად ისევე იქცევა მმართველი პარტიის ხელმძღვანელი, ვგულისხმობ ირაკლი კობახიძეს, რომელსაც არ აინტერესებს დამოუკიდებლობის დღე და არც გამოცხადებულა ოფიციალურ ღონისძიებაზე. გარდა იმისა, რომ აბსოლუტურად რუსულია მისი დამოკიდებულება დამოუკიდებლობის დღისადმი, წარმოუდგენელია მმართველი პარტიის, პარლამენტის
წევრი, უმრავლესობის ლიდერი არ იღებდეს მონაწილეობას ასეთ ოფიციალურ ღონისძიებაში, ეს არის გზავნილი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, გზავნილი კრემლისთვის, რომ მას არ აინტერესებს დამოუკიდებელი საქართველო და მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს აქვთ დაპირისპირება ერთმანეთთან, ვერ იყოფენ პრემიერმინისტრის სკამს, ვერ იყოფენ ბიძინა ივანიშვილის სკამზე ვინ უფრო მოურავი იქება და ეს იყო ერთგვარი საბოტაჟი ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. ასე ძიძგნიან ჩვენს
ქვეყანას, ვერ იყოფენ თანამდებობებს მილიონებს, კორუფციულ სისტემებს, რომლებიც მრავლად არის „ქართულ ოცნებაში“ და ირაკლი კობახიძე დღეს ნათლად ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ის არ აღიარებს საქართველოს არაფორმალური მმართველის მიერ დანიშნულ მოურავს და ის უკეთესი მოურავია, უკეთესად მოემსახურება ბიძინა ივანიშვილს და ეს იყო გზავნილი ასევე ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ის არ დაემორჩილება ირაკლი ღარიბაშვილს. ახლა საბოლოო ჯამში ეს დაპირისპირება გადადის უმწვავეს რეჟიმში, თუმცა საქართველოს მოქალაქეებმა კარგად უნდა გავიგოთ, რომ ჩვენ ეს ყველა რუსი და კრემლიდან მართული აგენტურა გვყავს გასაგდები კინწისკვრით, რათა გავაგრძელოთ ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითარება და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანება", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს, 26 მაისის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე არ იმყოფებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics