13:32 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-26 12:10:30, 986 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - ძნელი დასაჯერებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკური წრის წევრები გაფრთხილებისა და უსაფრთხოების გარანტიების გარეშე შემოსულიყვნენ

ძნელი დასაჯერებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური წრის წევრები ქვეყანაში წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების გარანტიების მიღების გარეშე შემოსულიყვნენ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ხელისუფლებას ევალება, არ დაუშვას ისეთი სიტუაციის წარმოქმნა, რომელსაც ვნებათაღელვა და ესკალაცია მოჰყვება.

"ყველას კარგად გვესმის, ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ოკუპირებული ტერიტორიები და მის ტერიტორიაზე რუსის ჯარია, განსაკუთრებით უნდა იცავდეს სტაბილურობას. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებას ევალება, რომ არ დაუშვას ისეთი სიტუაციის წარმოქმნა, რომელსაც უთუოდ მოჰყვება ვნებათაღელვა და ესკალაცია. ხელისუფლებას ევალება პრევენცია და არა საკუთარი ხალხის მოთმინების გამოცდა; ხელისუფლებას ევალება ტერიტორიის დაცვა და საზღვრის მართვა - უნდა იცოდე, ვინ შემოდის და ვინ გადის ქვეყნიდან. ძნელი დასაჯერებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური წრის წევრები ქვეყანაში წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების გარანტიების მიღების გარეშე შემოსულიყვნენ. მაშინ, როდესაც მუდმივად აპელირებენ მშვიდობასა და სიფრთხილეზე, ნუთუ, ამ დროს ხელისუფლებაში ვერავინ დაინახა ესკალციის საფრთხე - გავრილოვის მაგალითი მაინც არ გვქონდეს. არ შეიძლება, ოკუპაციის კანონისა და პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების გაუთვალისწინებლობა, რადგან ამან, ერთი მხრივ, შესაძლოა, გამოიწვიოს ქვეყნის შიგნით პროტესტი და მეორე მხრივ, უთანხმოება ჩვენს უახლოესსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან",- განაცხადა ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics