16:51 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-26 11:40:18, 918 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - 26 მაისი განსაკუთრებით მინდა მივულოცო სააკაშვილს, რომელმაც პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა პირველმა აღმართა

დღევანდელი დღე განსაკუთრებით მინდა მივულოცო პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც იყო პირველი, ვინც პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა აღმართა,- აღნიშნულის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, "დამოუკიდებლობა კრემლიდან მართული ხელისუფლების პირობებში რუსი ოლიგარქისგანაა დასაცავი".

„საქართველოს მოქალაქეებს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს და 2023 წელს ჩვენდა სამწუხაროდ ეს დამოუკიდებლობა გვაქვს დასაცავი რუსი ოლიგარქის, კრემლიდან მართული ხელისუფლების პირობებში და მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქის ბრძოლა თავისუფლებისთვის და ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ასევე მინდა დღევანდელი დღე განსაკუთრებით მივულოცო პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც იყო პირველი, რომელმაც აღმართა ევროკავშირის დროშა პარლამენტის წინ და ის იყო პირველი, რომელიც დიდი ნაბიჯებით გაუძღვა ევროკავშირისკენ საქართველოს და მანამ, სანამ საქართველოში იქნებიან რუსეთის ტყვეები, პუტინის ტყვეები და კრემლის დავალებით პატიმრები, ცხადია ურთულესი გზა გველოდება და როცა გვინდა, რომ ვიყოთ დამოუკიდებლები, გვინდა რომ ვიყოთ თავისუფლები და არ დაემუქროს საფრთხე ჩვენს სუვერენიტეტს ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არ არსებობდნენ პუტინის ტყვეები და სწორედ ასეთი არის პრეზიდენტი სააკაშვილი.

ასევე საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ ხუთ დიდ ქალაქში ექნება აქცია, სადაც ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ასევე გავაპროტესტებთ რუსულ ხელისუფლებას, რომელმაც ამ დღისთვის მიძღვნილი ღონისძიებებიდან გააქრო ევროკავშირის დროშა. ის დროშა, რისკენაც ჩვენ მივისწრაფვით. შესაბამისად, ეს აქციები გაიმართება ქ. ქუთაისში მერიასთან 12:00 საათზე ქ.ზუგდიდში- გუბერნიის შენობასთან 13:00 საათზე, ქ. ბათუმში - აჭარის მთავრობის სახლთან. 13:00 საათზე, ქ.გორში - ადმინისტრაციის შენობასთან 13:00 საათზე და დედაქალაქში მშვიდობის ხიდთან 14:00 საათზე და ჩვენ ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში მოგვიწევს რუსული ხელისუფლების გაპროტესტება და ბრძოლა თავისუფლებისთვის“, - განაცახადა ლევან ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics