|
2023-05-25 22:21:45, 1080 ნახვა
მსოფლიო
პუტინი - იმედი მაქვს, მივაღწევთ შეთანხმებებს, რომლებიც რეგიონს კონსტრუქციული განვითარების გზაზე დააყენებს
იმედი მაქვს, მივაღწევთ შეთანხმებებს, რომლებიც კონსტრუქციული განვითარების გზაზე დააყენებს ვითარებას არა მარტო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, არამედ მთლიანად რეგიონში, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტზე განაცხადა. როგორც პუტინმა აღნიშნა, ტერიტორიული მთლიანობის ფუნდამენტურ საკითხზე არსებობს ფუნდამენტური ხასიათის შეთანხმებები, რომელიც მშვიდად და საქმიანად უნდა იქნას განხილული. „ვფიქრობ, ტერმინოლოგიას, რომელიც ჩვენ სამმა, ყოველ შემთხვევაში, ძალიან კარგად ვიცით, სხვა სიტყვით იურიდიული ტექნიკა ჰქვია. დერეფანი, გზა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ – ეს მნიშვნელოვანია. და აქ არის გარკვეული წინააღმდეგობები. მაგრამ ის, რაც ახლა თქვით აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია – რომ ტერიტორიული მთლიანობის ფუნდამენტურ საკითხზე ასევე არსებობს ფუნდამენტური ხასიათის შეთანხმებები. მაგრამ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, როგორც შევთანხმდით, სამმხრივ ფორმატში განვიხილოთ ყველაფერი მშვიდად, საქმიანად. იმედი მაქვს, მივაღწევთ შეთანხმებებს, რომლებიც კონსტრუქციული განვითარების გზაზე დააყენებს ვითარებას არა მარტო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, არამედ მთლიანად რეგიონში. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ აქ ყველა დაინტერესებულია ამით“, - განაცხადა პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)