16:51 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-25 18:41:52, 704 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ​ქართული დროშის დანახვაზე თუ ვინმეს ელეთმელეთი ემართება, სახლში მშვიდად დაჯდეს და 26 მაისს ნუ გამოვა ქუჩაში

ქართული დროშის დანახვაზე თუ ვინმეს ელეთმელეთი ემართება, სახლში დაჯდეს, მშვიდად იჯდეს და 26 მაისს საერთოდ ნუ გამოვა ქუჩაში, იმიტომ, რომ 26 მაისს ჩვენი ქვეყნის ქუჩებში ძალიან ბევრ ქართულ დროშას დაინახავს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გავრცელებულ წერილს, რომელშიც დეპუტატები პაპუაშვილს მოუწოდებდნენ დაებრუნებინა ევროკავშირის სიმბოლიკა პარლამენტის შენობის ფასადზე, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მათ მიერ გავრცელებული წერილი კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ როგორი არასერიოზულია ოპოზიცია, რომლებიც ევროპად ასახელებენ ისეთ საკითხებს, რასაც ევროპასთან კავშირი საერთოდ არ აქვს.

"მთავრობის ადმინისტრაციამ განმარტება გააკეთა. საქართველოს პარლამენტის წინ ორი დროშაა აღმართული - საქართველოს სახელმწიფო დროშა და ევროკავშირის დროშა. თუ ვინმე დროშას ეძებს, თვალები გაახილოს და ამ დროშას დაინახავს. რაც შეეხება დეკორაციებს, დეკორაციები ყოველ წელს შესაბამის თემატიკას შეესაბამება. ქართული დროშის დანახვაზე თუ ვინმეს ელეთმელეთი ემართება, სახლში დაჯდეს, მშვიდად იჯდეს და 26 მაისს საერთოდ ნუ გამოვა ქუჩაში, იმიტომ, რომ 26 მაისს ჩვენი ქვეყნის ქუჩებში ძალიან ბევრ ქართულ დროშას დაინახავს...

მედიიდან გავიგე, რომ ოპოზიციის ნაწილისგან ყოფილა მომართვა, როგორც ჩანს, ალბათ წერილით მომმართეს. თავად ის ფაქტი, რომ მედიაში ეს ტექსტი უფრო მალე აღმოჩნდა, ვიდრე ჩემთან წერილობით, აჩვენებს, რა იყო ამ მომართვის მიზანი. ეს არის საერთოდ იმედგამაცრუებელი და საზოგადოება მგონი, კიდევ ერთხელ ხედავს, რამდენად არასერიოზულია ჩვენი ოპოზიცია. დაკავებული არიან ისეთი საკითხებით და ევროპად ასახელებენ ისეთ საკითხებს, რასაც საერთოდ კავშირი არ აქვს ევროპასთან. ეს ადამიანები, როგორც ვხვდები, „ლელო“ არის ინიციატორი ამ წერილის, რომელიც მე არ მიმიღია და შემდეგ ეს ადამიანები გამოდიან პარლამენტის ტრიბუნაზე, პათეტიკური ტონით საუბრობენ დეპოლარიზაციაზე, ერთად საქმიანობაზე და ასე შემდეგ, ამავე დროს, გეგმავენ, განსაკუთრებით „ლელოს“ შეეხება ეს, ხვალ 26 მაისი ჩააშხამონ საქართველოს მოქალაქეებს. მაშინ, როდესაც მთელმა ქვეყანამ ერთად უნდა ვიზეიმოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, დგანან და არარსებულ პრობლემებს იგონებენ, ამაზე შემდგე თვითონვე იწყებენ კამათს, თვითონვე ნერვები ეშლებათ და სხვასაც უშლიან ნერვებს. არასერიოზულია საერთოდ ეს დამოკიდებულება. მიკვირს, რომ ამასაც კი არ უფიქრდებიან და იოტისოდენა პატივისცემაც კი არ აქვთ 26 მაისის და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის", - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლისგან განსხვავებით წელს საქართველოს პარლამენტის შენობაზე 26 მაისის ღონისძიების გასაფორმებლად ევროკავშირის დროშა აღარ გამოიყენეს.

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელის, თათა სვანიძის განმარტებით, წელს დამოუკიდებლობის აღნიშვნის თემატიკა, „თავისუფლება და თავისუფლების სიყვარულია“, შესაბამისად 26 მაისი ეროვნული სიმბოლიკით აღინიშნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics