|
2023-05-25 12:23:55, 897 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაცია - წელს გვაქვს თემა, „თავისუფლება და თავისუფლების სიყვარული“, 26 მაისს აღვნიშნავთ ეროვნული სიმბოლიკით
წელს გვაქვს თემა - „თავისუფლება და თავისუფლების სიყვარული“, საქართველოს დამოუკიდებლობას აღვნიშნავთ ეროვნული სიმბოლიკით,- ასე განმარტავს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი თათა სვანიძე თუ რატომ არ გამოიფინა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პარლამენტის შენობაზე ევროკავშირის დროშები. ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, ქალაქის გაფორმება საქართველოს დამოუკიდებლობის აღნიშვნის თემატიკაზეა დამოკიდებული. „იყო წელი, როდესაც აღვნიშნავდით შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს და მაშინ არათუ ევროკავშირის დროშა, საქართველოს დროშაც კი არ იყო გამოფენილი, მხოლოდ და მხოლოდ „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებით გახლდათ ადმინისტრაციული შენობები შეფუთული. 2018 წელს ჩვენ აღვნიშნეთ, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე და მაშინ ძირითადი თემა გახლდათ „დამოუკიდებლობის აქტი“ და ა.შ. წინა წელი კი გახლდათ თემა „ევროპისკენ“, როდესაც განაცხადი გაკეთდა სწორედ კანდიდატობაზე. რაც შეეხება, წლევანდელ წელს, რადგან გვაქვს თემა, „თავისუფლება და თავისუფლების სიყვარული“ საქართველოს დამოუკიდებლობას აღვნიშნავთ იმ არაჩვეულებრივი ეროვნული სიმბლიკით, რომლითაც საოცრად გამოიყურება როგორც დედაქალაქი, ისე მუნიციპალიტეტები“,- განაცხადა თათა სვანიძემ. შეგახსენებთ, რომ გასული წლისგან განსხვავებით წელს საქართველოს პარლამენტის შენობაზე 26 მაისის ღონისძიების გასაფორმებლად ევროკავშირის დროშა აღარ გამოიყენეს.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)