17:52 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-24 22:56:32, 830 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - საქართველო დღეს გრუზიაც კი აღარაა - ბელოგრუზიაა

ლავროვი ვეღარსად ვეღარ დადის და მის ნაცვლად რუსეთის მესიჯებს ახმოვანებს ღარიბაშვილი არა რუსეთის ტრადიციული სატელიტები - შუა აზია, სომხეთი ან სხვა, არამედ საქართველოს პრემიერი, - ასე გამოეხმაურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ კატარში ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმზე გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, ირაკლი კობახიძე სჩადის იგივე ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, რასაც ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო, აქედან გამომდინარე საქართველო დღეს ბელოგრუზიაა.

"ლავროვის ოჯახი ვეღარსად ვეღარ დადის და დროის სატარებლად საქართველოში ჩამოდის. თავად ლავროვი ვეღარსად ვეღარ დადის და მის ნაცვლად რუსეთის მესიჯებს ახმოვანებს ღარიბაშვილი არა რუსეთის ტრადიციული სატელიტები - შუა აზია, სომხეთი ან სხვა, არამედ საქართველოს პრემიერი.

ღარიბაშვილის ტექსტები კატარში იყო სრული კატასტროფა, სრული - ყოველი სიტყვა. 

არც რუსული კანონი, არც ფრენების აღდგენა, არც პოლიტპატიმრები ან სხვა არ არის მიახლოებით თანაზომადიც კი იმ უმძიმეს, ღიად ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებთან, რასაც ღარიბაშვილი საერთაშორისო ფორუმებზე სჩადის. ის აკეთებს იმას, რასაც გააკეთებდა ლუკაშენკო, სადმე რომ იწვევდნენ სასაუბროდ. დღეს საქართველო არის დასავლურად შეფუთული ბელარუსი (ჯერ კიდევ დასავლურად შეფუთული). საქართველო დღეს გრუზიაც კი აღარაა - ბელოგრუზიაა", - წერს გვარამია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics