13:54 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-24 19:32:14, 1038 ნახვა

პოლიტიკა
კოლომინა - „უცხოური აგენტების“ კანონპროექტი დემოკრატიული სტანდარტების წინააღმდეგ იყო

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე "უცხოური აგენტების" კანონპროექტს გამოეხმაურა.

როგორც კოლომინამ აღნიშნა, „უცხოური აგენტების“ კანონპროექტი დემოკრატიული სტანდარტების წინააღმდეგ იყო მიმართლი და ის მოხარულია, რომ მთავრობამ მიღებული კანონპროექტი უკან გაიწვია.

"მარტში იმყოფებოდა ბრიუსელში მინისტრი დარჩიაშვილი და აპრილში პრემიერმინისტრი. მეც ვიღებდი მონაწილეობას ამ შეხვედრაში. ასევე, ჩვენი შეშფოთება გავაჟღერე, რომელიც რეფორმების რიტმთან დაკავშირებით, მათ შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით, ზოგიერთი რეფორმის შინაარსობრივ მხარესთან გვაქვს შეშფოთება, რომელიც გადმოვეცით, ძალიან ნათლად გავაჟღერე. მაგალითად, "უცხოელი აგენტების კანონი" და მოხარულები ვართ, რომ აღნიშნული კანონის გაუქმება მოხდა. ჩვენი აზრით, ეს იყო დემოკრატიული სტანდარტების წინააღმდეგ კანონი", - განაცხადა ხავიერ კოლომინამ.

შეგახსენებთ, 10 მარტს, საქართველოს პარლამენტმა "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. 9 მარტს, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან გამოიწვია. კანონპროექტის გამოთხოვის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის შენობასთან არაერთი მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7-8 მარტს გამართულ აქციები წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენი გაზის საშუალებით დაშალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics