22:38 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-23 22:21:19, 1153 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის სასამართლომ WSJ-ის დაკავებულ ჟურნალისტს პატიმრობის ვადა 30 აგვისტომდე გაუხანგრძლივა

რუსეთის სასამართლომ WSJ-ის დაკავებული ჟურნალისტს, ევან ჰერშკოვიჩს  პატიმრობის ვადა 30 აგვისტომდე გაუხანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, აქედან გამომდინარე დამატებითი დეტალები ამჟამად უცნობია.

შეგახსენებთ, რომ Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი მარტის ბოლოს ეკატერინბურგში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. თავად Wall Street Journal-ი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს.

აღნიშნულს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და აღნიშნა, რომ გერშკოვიჩი რუსეთმა არასწორად დააკავა.

კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ეს არ იყო პუტინის გადაწყვეტილება, არამედ „სპეციალური სამსახურების სრული პრეროგატივა".

მსოფლიოს 30-ზე მეტი მედიასაშუალების ხელმძღვანელმა ხელი მოაწერა წერილს, სადაც  აშშ-ში რუსეთის ელჩს, ანატოლი ანტონოვს ჟურნალისტის გათავისუფლებას სთხოვენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics