15:25 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-23 14:23:37, 1382 ნახვა

ეკონომიკა
ბაზისბანკის და ენერგეტიკული სასმლის ბაზრის ლიდერი „ბუმ გრუპის“ პარტნიორობა

"ბუმ გრუპი", ენერგეტიკული სასმლის ქართულ ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა, რომელიც მზარდი ტემპებით ვითარდება და დღეს ბაზრის 55%-ს ფლობს, რომლის პროდუქციაც 18 საექპორტო ბაზარზე იყიდება.

"ბუმ გრუპი", საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ევროპული სტანდარტების შესაბამისი საწარმოა, რომელიც ქართული ბრენდის ენერგეტიკული სასმლის მრავალფეროვან ასორტიმენტს აწარმოებს. წარმოების პროცესი უახლესი, გერმანული დანადგარებით ხორციელდება, რაც უზრუნველყოფს სამუშაო პროცესის მაღალ ხარისხს, სადაც ყოველთვიურად 9 მილიონი ქილა სასმელი ისხმება. 

სასმლის ჩამოსხმა ხორციელდება გერმანული დიოლერის და ფრანგული კრისტალკოს ნედლეულით, რაც ევროპული სტანდარტების შესაბამისი პროდუქციის წარმოების შესაძლებლობას აძლევს კომპანიას.

"ბუმ გრუპში" 130 მდე თანამშრომელია დასაქმებული და გუნდის თითოეული წევრისთვის პრიორიტეტულია, რომ პროდუქცია ყოველდღიურად ხელმისაწვდომი იყოს მომხმარებლებისთვის საქართველოს მასშტაბით.

„ბაზისბანკში პროფესიონალთა გუნდი და მეგობრული გარემო დაგვხვდა, რამაც განაპირობა  ერთობლივი ეფექტიანი და წარმატებული თანამშრომლობა. გაიაზრეს ბრენდის მნიშვნელობა საქართველოსთვის და ირწმუნეს ჩვენი მიზნების. ბაზისბანკთან პარტნიორობა ყოველდღიურად გვეხმარება, რომ ბაზარზე მეტად განვვითარდეთ.

ბაზისბანკის სახით გვყავს სანდო და საიმედო ფინანსური პარტნიორი, რომელთან ერთად სამომავლოდ ბევრ საინტერესო და წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ", -  აცხადებს ბესარიონ ურუმაშვილი, "ბუმ გრუპის" კომერციული დირექტორი.

„ენერგეტიკული სასმელების ბაზარი მზარდია არამარტო საქართველოში, არამედ რეგიონის მასშტაბით. ბუმ გრუპმა შეძლო ლიდერი პოზიცია დაეკავებინა ისეთ კონკურენტულ გარემოში, სადაც ენერგეტიკული სასმელების გლობალური ბრენდებია წარმოდგენილი.

ბაზისბანკის და "ბუმ გრუპის" თანამშრომლობა საკმაოდ ეფექტური გამოდგა. იგი სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც ჩვენთან ერთად ყოველწლიურად ვითარდება და ახალ მასშტაბებს აღწევს.

მოხარული ვართ, რომ  "ბუმ გრუპის" საიმედო ფინანსური პარტნიორი ვართ და მხარს ვუჭერთ განვითარების გზაზე“მ - ამბობს ჯაბა კასრაძე, ბაზისბანკის საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი.

ბაზისბანკის და "ბუმ გრუპის" პარტნიორობის ვიდეო ისტორია.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics