|
2023-05-23 11:25:00, 1304 ნახვა
ეკონომიკა
სამარყანდში გამართულ ფორუმზე „თიბისიმ“ EBRD-სგან სამი ჯილდო მიიღო
EBRD-ის მიერ უზბეკეთში, ქალაქ სამარყანდში გამართულ საერთაშორისო რეგიონულ ფორუმზე, სადაც "თიბისი ჯგუფი" ფართო შემადგენლობით იყო წარმოდგენილი, "თიბისი ბანკმა" რამდენიმე ჯილდო მიიღო, რაც სხვადასხვა მიმართულებით "თიბისის" პროგრესის მნიშვნელოვანი აღიარებაა. "თიბისიმ" EBRD Annual Sustainability Awards-ის ვერცხლის ჯილდო მოიპოვა იმ გამორჩეული საქმიანობისთვის, რასაც ბანკი მდგრადი განვითარების მიმართულებით ახორციელებს. EBRD აღნიშნავს, რომ გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხებში "თიბისი" წამყვანი მაგალითია ქვეყანაში. ფორუმის ფარგლებში, EBRD-იმ საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, "თიბისი" კიდევ ერთხელ დაასახელა ყველაზე აქტიურ ბანკად საქართველოში. აღნიშნული ჯილდო "თიბისიმ" უკვე მეცხრედ მიიღო. "თიბისიმ" აღიარება ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის - TFP-ის ფარგლებში განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით მოიპოვა. ღონისძიებაზე EBRD-იმ "თიბისის" მეორე - წლის ტრანზაქციის ჯილდოც გადასცა, ყველა იმ ქვეყნის მასშტაბით, სადაც EBRD ოპერირებს. აღნიშნული ჯილდო "თიბისიმ", Armswissbank-თან ერთად და EBRD-ის გარანტიების მხარდაჭერით, საერთაშორისო ფაქტორინგული ტრანზაქციის განხორციელებისთვის მიიღო, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მონაწილეობით, მსოფლიოში პირველად შესრულებული ფაქტორინგული ტრანზაქცია იყო. 2022 წელს "თიბისისა" და Armswissbank-ის მიერ, FCI-ის ფაქტორინგული პლატფორმის საშუალებით განხორციელებულმა ტრანზაქციამ, შოკოლადის ადგილობრივი წარმოების მიზნით, ქართული სადისტრიბუციო კომპანიის მიერ, სომხეთში საკვები პროდუქტების ექსპორტი უზრუნველყო. "თიბისი", ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, ქვეყნის ბაზრის ლიდერია. "თიბისის" ვაჭრობის დაფინანსების პორტფელი 2 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს და 1000-ზე მეტ მსხვილ, მცირე თუ საშუალო ბიზნესსა და საერთაშორისო კომპანიას აერთიანებს.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)