|
2023-05-22 17:44:29, 1044 ნახვა
მსოფლიო
ალიევი: აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა გარდაუვალია
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას გარდაუვალად მიიჩნევს. ამის შესახებ მან ვილნიუსში ლიტვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. „ამ ოკუპაციის შედეგად ერთი მილიონი აზერბაიჯანელი განდევნეს მშობლიური მიწებიდან, ჩვენი ტერიტორიების დაახლოებით 20 პროცენტი იყო ოკუპაციის ქვეშ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამპყრობლებმა გაანადგურეს, შეიძლება ითქვას, მთელი ინფრასტრუქტურა, შენობები, მათ შორის ისტორიული ძეგლები. მიგვაჩნია, რომ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა გარდაუვალია და, ჩვენი მხრივ, ვცდილობთ კონსტრუქციული ძალისხმევა ამ მიზნის მისაღწევად. ბუნებრივია, ეს სამშვიდობო შეთანხმება უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ნორმებსა და პრინციპებს“, - განაცხადა მან. ალიევმა იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა „საბოლოოდ კავკასიაში გრძელვადიან მშვიდობას მოუტანს“. სომხეთი მზადაა, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ყარაბაღთან ერთად აღიაროს,- აღნიშნულის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)