14:04 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-22 15:04:28, 907 ნახვა

პოლიტიკა
ArmenPress - ბათუმსა და ნოვოროსიისკს შორის საზღვაო გადაზიდვები აპრილიდან დაიწყო

ნოვოროსიისკი-ბათუმი-ნოვოროსიისკის საზღვაო გზით ტვირთის გადაზიდვა მიმდინარე წლის აპრილის თვიდან დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას სომხური გამოცემა ArmenPress-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ორგანიზაციები დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ ზემო ლარსის პუნქტის  ალტერნატიული მარშრუტის შემუშავებას. ახალი მარშრუტის ორგანიზებისთვის კი სომხეთის ხელისუფლებამ კომპანია CE&M INTERNATIONAL აირჩია.

"დღეს, ჩვენს გემებს 350 კონტეინერის გადაზიდვა შეუძლიათ. 18 აპრილს, ჩვენ ჩვენ წარმატებით შევასრულეთ ჩვენი პირველი გადაზიდვა. ვგეგმავთ ერთ რეგულარულ ყოველკვირეულ რეისს ნოვოროსიისკისა და ბათუმს შორის და უკან. პარალელურად, მოთხოვნასთან ერთად, თუ საჭირო იქნება, ჩვენ შევძლებთ რომ გავზარდოთ გადაზიდვის რაოდენობა 2-3-მდე. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ რეგულარული, სტაბილური ტრანსპორტირება შევასრულოთ კვირაში ერთხელ",- აცხადებს CE&M INTERNATIONAL-ის დირექტორი დავიდ ილოიანი სომხურ მედიასთან საუბრისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics