|
2023-05-22 12:25:03, 1319 ნახვა
მსოფლიო
სინან ოღანი არჩევნების მეორე ტურში რეჯეფ თაიფ ერდოღანს დაუჭერს მხარს - მედია
თურქეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სინან ოღანი არჩევნების მეორე ტურში რეჯეფ თაიფ ერდოღანს დაუჭერს მხარს. აღნიშნულ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, მხარდაჭერის სანაცვლოდ, სინან ოღანმა პრეზიდენტობის კანდიდატს მოსთხოვა, კონსტიტუციის პირველი ოთხი მუხლი არ შეცვალოს. მათ შორის - აღკვეთოს კონსტიტუციიდან თურქული იდენტობის ამოღების მცდელობა; იბრძოლოს ტერორიზმთან; განახორციელოს თავშესაფრის მაძიებელთა ეტაპობრივი დეპორტაცია; საპროცენტო განაკვეთის პოლიტიკაში უზრუნველყოს მეტი მოქნილობა. ცნობისთვის, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება. მეორე ტურში ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ მეორე ტურის გამართვის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 14 მაისს გამართულ არჩევნებში პრეზიდენტობის ვერც ერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღო. რაც შეეხება "ATA ალიანსის" წევრ სინან ოღანს, მან არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობით მესამე ადგილი დაიკავა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)