2023-05-21 17:29:34, 1225 ნახვა
სამართალი
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა - დაკავებულია ერთი პირი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მკვლელობა მოხდა. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, მოკლულია 32 წლის კაცი, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფიდან აქვს მიყენებული.
ადგილობრივები ამბობენ, რომ შემთხვევა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ტერიტორიაზე მოხდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,