14:14 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-21 15:51:39, 949 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ირაკლი კობახიძე არის ჩვეულებრივი ნაძირალა, რომელსაც არაფერი ქართული, არაფერი მორალური

„ირაკლი კობახიძე არის ჩვეულებრივი ნაძირალა, რომელსაც არაფერი ქართული, არაფერი მორალური, არანაირი პოლიტიკური სახე ამ ადამიანს არ გააჩნია და ყველა მისი გამოჩენა არის შეურაცხყოფა ქართველი ხალხის.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

„საზოგადოებას მარტივად ვკითხოთ, შემოგივარდნენ ოჯახში და მოგიკლეს მეუღლე, შვილები, დედა და ორი წლის შემდეგ, ამ მკვლელების ოჯახის წევრები თავად ვინც ახალისებდა თქვენი შვილების ოჯახის წევრების მკვლელობას თქვენს ოჯახში უნდა ქეიფი, მიიღებთ ამ ადამიანს? და ნორმალური იქნებ თქვენი ოჯახის წევრების მიღება ოჯახში? ეს არ არის ნორმალური, საქართველო არის ერთი დიდი ოჯახი და დიახ, ანწუხელიძის, ოთხოზორიას, თათუხაშვილის მკვლელებს, ჩვენი ქვეყნის ოკუპანტებს საქართველოში არ უნდა ვმასპინძლობდეთ. 2023 წელს ამაზე რომ გვიწევს საუბარი ეს არის უმძიმეს ამბავი და დამსახურება „რუსული პარტიის“ რუსი ირაკლი კობახიძის, ირაკლი ღარიბაშვილის. კობახიძის, რომელმაც გავრილოვის ჩამოყვანას ხელი მოაწერა, შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასვა, არ უნდა გაგვიკვირდეს. გავრილოვიჩისგან რა შეიძლება გაუკვირდეს საქართველოს მოქალაქეს. ეს აუცილებლად ასეთ რაღაცებს ილაპარაკებს, რადგან გარუსებული ქართველია, ოკუპანტის ენით, რუსი პროპაგანდისტების ენით ლაპარაკობს. შესაბამისად, მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს ირაკლი კობახიძის მიმართ - ჩვეულებრივი, უბრალოდ ნაძირალაა, რომელსაც არაფერი ქართული, არაფერი მორალური, არანაირი პოლიტიკური სახე ამ ადამიანს არ გააჩნია და ყველა მისი გამოჩენა არის შეურაცხყოფა ქართველი ხალხის, ჩვენი იდენტობის, ჩვენი კულტურის, ჩვენი ტრადიციის და ყველაფერი იმის, რიტად ვამაყობთ ქართველი ხალხი.“ - ასე გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილი ირაკლი კობახიძის განცხდებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics