|
2023-05-21 13:16:14, 878 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - მე-19 საუკუნეში მეტი ზურაბიშვილი და ხოშტარია ცხოვრობდა - ასეთი ბნელებისთვის დაწერა ვაჟა-ფშაველამ სტუმარ-მასპინძელი
ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს, მე რაზე ვისაუბრებ, მან თავის უფლებამოსილებებს მიხედოს სჯობს,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, საქართველოში ხალხმა პოლიტიკის განსაზღვრის ლეგიტიმაცია „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას მიანიჭა. პარტიის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ქსენოფობიურ კამპანიას თავად აქეზებს. „მისი გუშინდელი განცხადება მინდა გავიხსენო ქორწილთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ქორწილის მეორე დღე ჩაიშალა და ეს არის ქართველი ხალხის ერთგვარი გამარჯვებაო. ჯერ ერთი, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს უფლება, ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით, როცა საქმე ეხება ნებისმიერ თემას ერთი მარტივი მიზეზის გამო. საქართველოში ხალხმა ამ ქვეყანაში პოლიტიკის განსაზღვრის ლეგიტიმაცია მიანიჭა „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას, პარლამენტს, მთავრობას - ესაა რეალობა და პრეზიდენტს არ აქვს უფლება, ხალხის სახელით ისაუბროს მით უმეტეს, რომ ის არის თავიდან ბოლომდე აცდენილი იმ ხალხის ნებას, რომელმაც მას მხარი დაუჭირა 2018 წელს. მეორე, როდესაც თვითონ პრეზიდენტი აქეზებს ქსენოფობიურ კამპანიას, როდესაც ქორწილის მეორე დღის ჩაშლას აფასებს ის ვითომ ხალხის გამარჯვებად, ეს არის სამარცხვინო. მე მინდა ერთი რამ გითხრათ ასევე, აქ იყო კონკრეტული ადამიანის ქორწილი, რომელიც თავად გამოირჩევა ომის საწინააღმდეგო გზავნილებით. პირდაპირ ბანერი უდევს, რითაც ის გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში და ამ კაცის ქორწილის ჩაშლა საქართველოში მან განიხილა, როგორც ქართველი ხალხის გამარჯვება. ასევე მინდა გავიხსენო ერთი რამ, იმ ადამიანის ქორწილის ჩაშლა, რომელსაც არც კონკრეტული დანაშაული აქვს რამეში ჩადენილი და არაფერი, საქართველოში არის უბრალოდ ჩვენს კულტურასთან შეუთავსებელი მოვლენა. თავის დროზე თქვენ იცით, რომ სტუმარ-მასპინძელი ვაჟა-ფშაველამ დაწერა მე-19 საუკუნეში. მაშინ, ზოგადად, მსოფლიოში შედარებით ნაკლებად ცივილიზებული იყო საზოგადოება და მათ შორის, ეს საქართველოსაც ეხებოდა. ბევრად უფრო მეტი სალომე ზურაბიშვილი და ელენე ხოშტარია ცხოვრობდა მაშინ საქართველოში, ასეთი ბნელებისთვის დაწერა ვაჟა-ფშაველამ მე-19 საუკუნეში სტუმარ-მასპინძელი. მე მინდა საზოგადოებას ვთხოვო, რომ ზუსტად დააკვირდეს მოვლენებს, ვინ რა დონეზე ავლენს სიბნელეს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)