2023-05-20 17:41:26, 901 ნახვა
პოლიტიკა
თელავში ელენე ხოშტარია დააკავეს
პარტია "დროას" წევრების ინფორმაციით, თელავში "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს.
როგორც თამთა გოგოლაძე წერს, ელენე ხოშტარია პოლიციის შენობასთან დააკავეს.
პარტიის განცხადებით, ელენე ხოშტარია თელავის პოლიციასთან ყვარელში დაკავებული აქტივისტებისთვის ადვოკატის უფლებას ითხოვდა.
შეგახსენებთ, დღეს ყვარლის ტბასთან აქციაზე, სადაც აქტივისტები ლავროვის ოჯახის დასანქცირებული პირების კახეთში გასამართ ქორწილს აპროტესტებდნენ, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,