20:41 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-19 23:27:51, 895 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი უმრავლესობას - ეს ფრენები სჭირდება პუტინს, რომელიც არის 123 ქვეყანაში ძებნილი, სამხედრო დამნაშავეა, ბავშვების და ქალების მკვლელი

“ეს ფრენები სჭირდება პუტინს, რომელიც არის 123 ქვეყანაში ძებნილი, სამხედრო დამნაშავეა, ბავშვების და ქალების მკვლელი, რომელიც საქართველოს ოკუპაციას ახორციელებს” -  - ამის შესახებ,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა,

“ვის სჭირდება ეს ფრენები დღეს? ეს ფრენები სჭირდება პუტინს, რომელიც არის 123 ქვეყანაში ძებნილი, სამხედრო დამნაშავეა, ბავშვების და ქალების მკვლელი, რომელიც საქართველოს ოკუპაციას ახორციელებს და თქვენ მიესალმებით. ჰააგის ტრიბუნალმა რომ გაასამართლა და სამხედრო დამნაშავე უწოდა, თქვენ ასეთ ადამიანს მიესალმებით. ნიუსი გავიდა 2 დღის წინ, რომ სომხეთში ერთი ტონა კოკაინი მოხვდა საქართველოს გავლით, ბატონო მინისტრო, მინისტრო კი არა, ბიძინას წარმომადგენელო, ბიძინას ეზოში რომ ვინმე შესულიყო გამოგეპარებოდათ? ან თანამდებობაზე დაგტოვებდათ? ეს ქვეყანა შავის ფულის ხვრელად რომ აქციეთ. კი, ეს ფრენები ჭირდება პუტინს, რომ სწრაფად ჩაიტანოს შავი ფული და სწრაფად ჩამოიტანოს სანქცირებული ოქრო. თქვენ ამის ეჭვი არ გაქვთ და გჯერათ, რომ ამ ყველაფერს საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვით აკეთებს? ეს ფრენები მოქალაქეების კი არა რუსული ინტერესების გამოა, პუტინის ინტერესების გამოა და ყველაზე სამწუხარო რეალობა ის არის, რომ პუტინისტურ საქმეს რაც შეეხება თავგამოდებით დაიცავთ, როგორც კი რუსულ საქმეზე ლაპარაკობთ, მაგრამ ევროპულ დასავლურ ღირებულებებზე შეგიძლიათ ლანძღვა-გინება გამართოთ და თქვათ, რომ ესენი მტრები არიან, რუსეთთან ამას როგორ იტყვით, ომი ხომ არ გინდათ. “ -განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილმა აგენტების შესახებ კანონზე და მის გავლენებზე ისაუბრა.

„როცა აქციაზე საუბრობთ, რომ ძალას არ გადაგვიმეტებიაო, ჯერ ერთი როცა კანონი მიიღეთ და თუ ეს კანონი მართალი იყო,   რას დაღეჭეთ მეორე დღეს, თუ არაფერი არ დაგიშავებიათ, ყველაფერი კონსტიტუციის ფარგლებში გააკეთეთ, რატომ დაღეჭეთ მაშინ რამდენიმე საათში? თურმე ეს ადამიანები ყოფილან დამნაშავეები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ, ევროპულ ინტერესს იცავდა, თურმე როგორ გაბედეს და პოლიციელებისკენ ხელს ნუ იშვერთ, განსაკუთრებით დავალებათა დეპარტამენტი იყო, დეპარტამენტი კი არ იყო, ხარებას ზონდერ ჯგუფები მოიყვანეთ, დილით ავტომობილით დემონსტრაციულად ყველამ იხილა ტელევიზიით, ხარება მოვიდა, ჩამოიარა და სხვათა შორის გზავნილი იყო, რომ მის გარეშე აქციას ვერ არბევთ, ბატონო ვახტანგ. რატომ არ ინტერესდებით ხარებას მილიონებით? მისი დაცვის კომპანია რომ მდიდრდება, მილიონიანი კომპანია რომ აქვს, რატომ არ ინტერესდებით? ან ბაჩალიაშვილის საქმეზე რა ხდება? რამდენი რამე არის, რის გამოც თანამდებობა უნდა დატოვოთ, მარტო ბიძინას თუ აწყენინებთ მაშინ წახვალთ? ბაჩალიაშვილის საქმეზე გამომძიებელმა რომ თქვა, კონკრეტული ზეწოლა იყო, კონკრეტული ჩარევა იყო. ეს საქმე როგორ შეიძლება იყოს გამოძიებული ობიექტურად? რამდენმა პოლიციელმა უნდა გამხილოთ, რომელიც მექსიკის გავლით წავიდა ამერიკაში და იქიდან საუბრობს, პოლიციაში არსებულ უბედურებაზე. რამდენი სიუჟეტი უნდა მომზადდეს, რამდენმა პოლიციელმა უნდა გამხილოთ რომ თქვენ არხეინად წამოწოლილი არ იყოთ მაგ თანამდებობაზე, როდის შეიძლება რომ დადგეს თქვენი პასუხისმგებლობის საკითხი?“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics