|
2023-05-19 18:47:09, 769 ნახვა
პოლიტიკა
გომელაური - 7-8 მარტის აქციების შესახებ ვნახეთ და მოვისმინეთ, ბევრი სპეკულაცია, პოლიციის მიმართ ცილისწამება და შეურაცხყოფა
სამწუხაროდ, 7-8 მარტის აქციების შესახებ ვნახეთ და მოვისმინეთ, ბევრი სპეკულაცია, პოლიციის მიმართ ცილისწამება და შეურაცხყოფა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც გომელაურმა აღნიშნა, 7 და 8 მარტს გამართული საპროტესტო აქციები, არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დაშვებულ ნორმებს და გადაიზარდა ძალადობრივ ქმედებებში. „დაახლოებით ერთი თვის წინ, პარლამენტის 8 დეპუტატის მხრიდან, მივიღე კითხვები: პროპორციული იყო თუ არა 7-8 მარტს სამართალდამცველების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალა? ხომ არ წარმოადგენდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში უკანონო ჩარევას 7-8 მარტს სამართალდამცველების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალა? და წესის დაცვით იქნა თუ არა გამოყენებული სპეციალური საშუალებები. შევეცდები ამ კითხვებს ვუპასუხო ამომწურავად, მიუხედავად იმის რომ ვფიქრობ, საკანონმდებლო ორგანოს თითოეულ წევრს, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური ჯგუფის დღის წესრიგით ხელმძღვანელობთ, მარტის მოვლენების დროს პოლიციის მხრიდან ზომიერი, მაღალპროფესიონალური და სამართლიანი მოქმედებების შესახებ თავად შეგიძლიათ მსჯელობა და სწორი დასკვნების გამოტანა. 7 და 8 მარტს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე გაიმართა საპროტესტო აქციები, რომელიც არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დაშვებულ ნორმებს და გადაიზარდა ძალადობრივ, არამშვიდობიან მასობრივ ქმედებებში“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. ცნობისთვის, 2 მარტს მოქალაქეები პარლამენტთან „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად გამოვიდნენ, რის შედეგადაც პოლიციამ 36 ადამიანი, მათ შორის 2 ჟურნალისტი - „პუბლიკას“ დირექტორი ზურა ვარდიაშვილი და „ტაბულას“ ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი დააკავეს, რომლებსაც გამოძიება წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლომ „ტაბულას“ ჟურნალისტი და „პუბლიკას“ რედაქტორი სამართალდამრღვევებად ცნო და 2 200 - 2 200 ლარით დააჯარიმა. გარდა ამისა, პროტესტი გაგრძელდა 7-8 მარტსაც, სადაც აქციის მონაწილეები მმართველი პარტიისგან "უცხოური აგენტების" კანონპროექტის ჩაგდებასა და აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვდნენ.
თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სცემეს და ტელეფონები გასტაცეს- დაკავებულია 4 არასრულწლოვანი
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)