2023-05-19 17:43:40, 1460 ნახვა
ომი უკრაინაში
ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრალიის მთავრობა ავრცელებს.
როგორც ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა პენი ვონგმა განაცხადეს, სანქციები რუსეთის ეკონომიკური და სტრატეგიული მნიშვნელობის ინდუსტრიებზე ვრცელდება.
ფინანსური სანქციები შეეხება 21 ორგანიზაციას და სამ ფიზიკურ პირს, კერძოდ: რუსეთის სახელმწიფო ატომური კორპორაციის Rosatom-ის კომპანიებს, რომლებიც ეწევიან ბირთვულ კვლევებს, ინფრასტრუქტურის განვითარებას და იარაღის წარმოებას.
ავტორი: ექსპრესნიუსი,