|
2023-05-19 16:33:02, 1359 ნახვა
რეგიონი
დღეს, შუახევის კერძო და საჯარო სკოლების მეთორმეტე კლასელთათვის #ბოლოზარი2023 დაირეკა
დღეს, შუახევის კერძო და საჯარო სკოლების მეთორმეტე კლასელთათვის #ბოლოზარი2023 დაირეკა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე დაბა შუახევის საჯარო სკოლაში გამართულ ბოლო ზარის ღონისძიებას დაესწრო. კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცა და თითოეულ მათგანს ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები და ბედნიერი მომავალი უსურვა.
„მეთორმეტე კლასელებმა წარმოადგინეს მინიატურები, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. სკოლის დამთავრება მოსწავლეებს ასევე, მერის მოადგილე გურამ ზოიძემ, შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ედუარდ გოგრაჭაძემ, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სკოლის დირექტორმა, მზია გოგაძემ, პედაგოგებმა და მშობლებმა მიულოცეს. ბოლო ზარი შუახევში 157 მოსწავლისთვის დაირეკა, მათგან დაბა შუახევის საჯარო სკოლა 16 მოსწავლემ დაამთავრა“,- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


.jpg)
.jpg)
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)