|
2023-05-19 16:12:56, 1018 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ზელენსკის თქმით, ვიზიტის მიზანი უკრაინის სამშვიდობო ფორმულის წარდგენა, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების და ყველა უკანონოდ დეპორტირებულის უკრაინაში დაბრუნებაა. "ჩავედი საუდის არაბეთში. ვისაუბრებ არაბული ლიგის სამიტზე, შევხვდები მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმან ალ-საუდს და გავმართავ სხვა ორმხრივ მოლაპარაკებებს. ჩვენი პრიორიტეტებია ყირიმის და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების, ყველა პოლიტპატიმრის, პატიმრისა და უკანონოდ დეპორტირებულის დაბრუნება, ჩვენი სამშვიდობო ფორმულის წარდგენა, რომლის განხორციელებაშიც უნდა ჩაერთოს რაც შეიძლება მეტი სახელმწიფო, შემდგომში ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტია. კიდევ ერთი პრიორიტეტი უკრაინის მუსლიმური თემის დაცვაა. ჩვენთან ერთად არის მუსტაფა ძემილევი, ყირიმელი თათრების ლიდერი. ყირიმი იყო პირველი, ვინც დაზარალდა რუსული ოკუპაციისგან და მათი უმეტესობა, ვინც ოკუპირებულ ყირიმში რეპრესიებს ექვემდებარება, მუსლიმები არიან",- წერს ზელენსკი.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)