|
2023-05-18 22:44:12, 941 ნახვა
პოლიტიკა
უნგრეთის ელჩი - ჩვენ დაგვარწმუნეს, რომ საქართველო ზრუნავს ყველა პატიმარზე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე
ჩვენ დაგვარწმუნეს, რომ საქართველო ზრუნავს ყველა პატიმარზე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე, - ამის შესახებ საქართველოში უნგრეთის ელჩმა ანა მარია შიკომ იუსტიციის მინისტრ, რატი ბრეგაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უნდა არსებობდეს კანონის უზენაესობა და ის ყველასთვის თანაბარი და სამართლიანი უნდა იყოს. „ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია გვქონდა. ეს იყო ძალიან ღია და გულახდილი საუბარი. საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილებების შემდეგ, ასევე სტრასბურგის სასამართლომაც მიიღო გადაწყვეტილება. ჩვენ არც იურისტები ვართ და არც ექიმები - ვიცით, რომ ეს საქმე ასევე არის პოლიტიკური, მაგრამ პოლიტიკაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ეს უშუალოდ საქართველოს და ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. გვსურს დავრწმუნდეთ, რომ საქართველო ზრუნავს ყველა თავის პატიმარზე, იქნება ეს პოლიტიკოსი თუ სხვა, აუცილებელია სამართლიანი მოპყრობა. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უნდა არსებობდეს კანონის უზენაესობა და ის ყველასთვის თანაბარი და სამართლიანი უნდა იყოს. ჩვენ დაგვარწმუნეს, რომ საქართველო ზრუნავს ყველა პატიმარზე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე“, - განაცხადა უნგრეთის ელჩმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)