23:35 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-18 14:20:15, 708 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ჩვენი პრინციპი მარტივია - არცერთი ნაცი არცერთ ორგანოში

ჩვენი პრინციპი მარტივია - არცერთი ნაცი, არცერთ ორგანოში,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაზე საუბრისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, მსგავსი პრინციპით მომავალშიც იმოქმედებს.

"როცა საუბარია 3/2-ზე, 4/1-ზე და ა.შ. ერთი პრინციპია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც ადრე შეიძლება ცოტა კომპრომისებით ვეკიდებოდით, მაგალითად როდესაც ნინო ლომჯარია ავირჩიეთ სახალხო დამცველად და ა.შ. აღარ გავყვები. ჩვენი პრინციპი მარტივია - არცერთი ნაცი, არცერთ ორგანოში. ეს არის ჩვენი მარტივი პრინციპი და ამ პრინციპით ვიმოქმედებთ მომავალშიც",- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, გუშინ, 17 მაისს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი აირჩია.

პლენარულ სხდომაზე გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად, დეპუტატებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ზურაბ გურასპაშვილი, ტრისტან ბენაშვილი და გიორგი გზობავა აირჩიეს.

ოპოზიციის ნაწილმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, რის გამოც კენჭისყრა შეწყდა და ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics