|
2023-05-18 14:02:22, 588 ნახვა
პოლიტიკა
ბრეგაძე - ჩვენი ყველა არგუმენტი იყო მყარი - არ არსებობდა სხვა ლოგიკური გადაწყვეტილება გარდა იმისა, რაც მიიღო სტრასბურგმა სააკაშვილზე
იუსტიციის მინისტრმა „იმედი-LIVE"-ს ეთერში სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ სააკაშვილის თემის ირგვლივ მიმდინარე კამპანიის მიზანი იყო საქართველოს წარმოჩენა იმ სახელმწიფოდ, სადაც პატიმრებს აწამებენ, და ეს იყო პირდაპირი შეტევა სახელმწიფოზე. „აქ იყო პრინციპული შეტევა სახელმწიფოზე, რადგან ამ ადამიანებს უნდოდათ, ისე წარმოეჩინათ, რომ საქართველოში პატიმარს აწამებენ პენიტენციურ დაწესებულებაში, სამკურნალო დაწესებულებაში მას არ მკურნალობენ და ეს სამედიცინო პერსონალი არ არის საიმედო, და დააყენეს ერთადერთი მოთხოვნა, რაც უკავშირდებოდა მსჯავრდებულ სააკაშვილის სამკურნალოდ გაყვანას პოლონეთში, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ მათ უთხრა უარი. ეს იყო მათი ერთადერთი მოთხოვნა, ეს იყო დროებითი ღონისძიება და, აქვე განვმარტავ, თუ რას გულისხმობს დროებითი ღონისძიება. ამ ღონისძიებას სასამართლო იყენებს მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, ანუ როდესაც შესაძლებელია, გაუჩნდეს რომელიმე მოსამართლეს, თუნდაც, ეჭვი იმის შესახებ, რომ ამ ადამიანს ნამდვილად ესაჭიროება სასწრაფოდ ქვეყნიდან გაყვანა – კონკრეტულად ვგულისხმობ სააკაშვილის შემთხვევას, რადგან მას სათანადო მკურნალობა არ უტარდება და მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა სახელმწიფოს მხრიდან შესაძლებელია, იყოს საფრთხის ქვეშ. რაც შეეხება სტრასბურგის გადაწყვეტილებას, ამ შემთხვევაში ჩვენი ყველა არგუმენტი იყო იმდენად მყარი, რომ, მე ვფიქრობ, არ არსებობდა სხვა ლოგიკური გადაწყვეტილება, გარდა იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც მიიღო სასამართლომ, და ეს არ იყო მხოლოდ მარტო სარჩელი, უფრო სწორად, ჩვენი პასუხი სარჩელზე, არამედ ეს იყო მთელი ის ისტორია, რაც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის შემოსვლას საქართველოში და მის განთავსებას პენიტენციურ დაწესებულებაში", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)