23:35 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-18 13:26:15, 848 ნახვა

პოლიტიკა
იოზვიაკი ფრენების აღდგენაზე - ძალიან ცუდ დროს დაემთხვა, როცა EU და მისი დედაქალაქები საქართველოს აკვირდებიან

ეს ყველაფერი დაემთხვა ძალიან ცუდ დროს, როცა ევროკავშირი და ევროკავშირის დედაქალაქები აკვირდებიან საქართველოს და მის ნაბიჯებს,- ასე ეხმაურება "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს კორესპოდენტი რიკარდ იოზვიაკი საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას.

იოზვიაკის თქმით, ბრიუსელში არ ესმით ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაა.

"ბრიუსელში არ ესმით ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ევროკავშირის სანქციებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ, რუსებთან ფრენებს შეეხო. ასე, რომ ევროკავშირი ელის, რომ კანდიდატი ქვეყნები შეასრულებენ სანქციებს. საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია თქვას, რომ არ არის ვალდებული ეს შეასრულოს, ვიდრე კანდიდატი გახდება, ეს ასეცაა, თუმცა ეს ყველაფერი დაემთხვა ძალიან ცუდ დროს, როცა ევროკავშირი და ევროკავშირის დედაქალაქები აკვირდებიან საქართველოს და მის ნაბიჯებს და უყურებენ, არის თუ არა ის, მართლა დაინტერესებული ინტეგრაციით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახება შეფასებაზე, ეს მოახდენს ცუდ გავლენას. შესაძლებელია ამას ჰქონდეს ცუდი შედეგი და გააჩინოს კითხვები, სერიოზულად სურს თუ არა საქართველოს ევროკავშირის მიმართულებით სვლა",- განაცხადა იოზვიაკმა.

ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics