|
2023-05-17 16:51:37, 1286 ნახვა
პოლიტიკა
დუდა - პოლონეთი ერთგული დარჩება იმ გეგმებისა, რომლებიც მოლდოვისა და საქართველოს დახმარებისკენ არის მიმართული
პოლონეთი ერთგული დარჩება იმ გეგმებისა, რომლებიც მოლდოვისა და საქართველოს დახმარებისკენ არის მიმართული, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ რეიკიავიკში გამართულ ევროპის საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირმა უნდა განაგრძოს მუშაობა, რათა დაჩქარდეს ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის პროგრესი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. "მივესალმებით ევროპის საბჭოს მიმდინარე ძალისხმევას, მხარი დაუჭიროს უკრაინას სამოქმედო გეგმით, რომელიც კონცენტრირებულია გამძლეობაზე, აღდგენასა და რეკონსტრუქციაზე. ეს ჩვენი ორგანიზაციის რელევანტურობისა და მნიშვნელობის კიდევ ერთი დასტურია. პოლონეთი ამ სამოქმედო გეგმის მხარდაჭერისადმი ერთგული დარჩება და ასევე იმ გეგმების, რომლებიც მიმართულია მოლდოვისა და საქართველოს დახმარებისკენ. ჩვენ გამოცდილებით ვიცით, რომ ევროპის საბჭოს დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი იმ წევრებისთვის, რომელთა მიზანიც ევროკავშირში გაწევრიანებაა. ჩვენ უნდა განვაგრძოთ ერთად მუშაობა, რათა დავაჩქაროთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის პროგრესი ევროკავშირისკენ გზაზე", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)