|
2023-05-17 15:24:34, 983 ნახვა
პოლიტიკა
მორგოშია ფრენების აღდგენაზე - ქართველი ხალხის გამარჯვებაა და ჩვენ დიდი წვლილი მიგვიძღვის
ქართველი ხალხის გამარჯვებაა და ჩვენ დიდი წვლილი მიგვიძღვის,- ასე ეხმაურება "ალტ-ინფოს" დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას. მორგოშიას თქმით, რუსეთთან ფრენების აღდგენით კოლოსალური შემოსავალი იქნება ტურიზმიდან, ბიზნესსექტორიდან, სხვადასხვა მიმართულებიდან და რაც მთავარია, ოჯახები ერთმანეთს დაუბრუნდებიან. "ეს ქართველი ხალხის გამარჯვებაა ცალსახად, უდიდეს ნაწილში [...] ძალიან დიდი, კოლოსალური შემოსავალი იქნება როგორც ტურიზმიდან, ასევე, ბიზნეს სექტორიდან, სხვადასხვა მიმართულებიდან და რაც მთავარია, ოჯახები ერთმანეთს დაუბრუნდებიან [...] ეს გადაწყვეტილება ქართველი ხალხის გამარჯვებაა და მათ შორის, ამაში ჩვენ ძალიან დიდი წვლილი მიგვიძღვის",- განაცხადა მორგოშიამ. ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გუშინ განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)