23:24 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-17 14:28:11, 555 ნახვა

პოლიტიკა
ნაცვლიშვილი - „ოცნება“ დახურულ კარს მიღმა რამდენიმე ოპოზიციონერს გაურიგდა

"ქართულმა ოცნებამ" არ მოისურვა პოლიტიკური კონსენსუსი, მათ მოისურვეს დახურულ კარს მიღმა დალაგება და გარიგება რამდენიმე ოპოზიციონერთან,- ამის შესახებ პარტია "ლელოს" დეპუტატმა, ანა ნაცვლივილმა იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევისას ოპოზიციის ნაწილის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ განაცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, მმართველმა პარტიამ რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატთან ივაჭრა და იყიდა.

"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის თემა არის ერთ - ერთი მთავარი თემა 12 რეკომენდაციის შესრულების ნაწილში და ეს თემა მოითხოვს პოლიტიკურ კონსენსუსს, სხვა შემთხვევაში, რეკომენდაცია შესრულებულად არ ჩაითვლება. ჩვენ ვთავაზობდით მათღია მოლაპარაკებებს და პოლიტიკურ კონსენსუსს, "ქართულმა ოცნებამ" არ მოისურვა პოლიტიკური კონსენსუსი, მათ მოისურვეს დახურულ კარს მიღმა დალაგება და გარიგება რამდენიმე ოპოზიციონერთან.

გაიმართა რამდენიმე შეხვედრა და თითქოს სურდათ ეს პოლიტიკური კონსენსუსი, ჩვენ მუდმივად ვადასტურებდით, რომ პოლიტიკური კონსენსუსისთვის, თუ ეს კეთილსინდისიერი კანდიდატების ასარჩევად იქნებოდა მიმართული ოპოზიცია იყო მზად.

მათ გააკეთეს ის, რომ ივაჭრეს რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატთან, რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი იყიდეს და ეს უნდოდათ, რომ შეესაღებინათ ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ბრიუსელისთვის, რომელმაც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უნდა შეაფასოს წლის ბოლოს შესრულდა თუ არა რეკომენდაციის ეს ნაწილი - ეს უნდოდათ შეესაღებინათ როგორც პოლიტიკური კკონსენსუსის ნაწილი",- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი აირჩია.

პლენარულ სხდომაზე გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად, დეპუტატებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ზურაბ გურასპაშვილი, ტრისტან ბენაშვილი და გიორგი გზობავა აირჩიეს.

ოპოზიციის ნაწილმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, რის გამოც კენჭისყრა შეწყდა და ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics