|
2023-05-17 14:30:58, 744 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ოპოზიციის მიერ სხდომის დატოვებაზე - ეს არის ევროპული რეკომენდაციის საბოტაჟი
ეს არის ევროპული რეკომენდაციის საბოტაჟი და ამას ჰქვია დავალების შემსრულებლების მიერ სხვათა ხმის უფლებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა, - ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების კენჭისყრის მიმდინარეობისას, ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ პარლამენტის პლენარული სხდომის დატოვება. მდინარაძის თქმით, სხვა კოლეგებზე ზემოქმედების მოხდენა, მათთვის კენჭისყრაში მოანწილეობის დაშლა და დარბაზის დატოვების დაძალება, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მახასიათებლებია. მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის ქმედებით ნათელი გახდა, თუ ვინ არის ევროპული გზის წინააღმდეგი და ვინ უშლის ხელს კიდევ ერთი რეკომენდაციის შესრულებას. „წარმოუდგენელი ამბავია, რომ სხვა კოლეგებს მოუწოდებდე, დატოვონ დარბაზი, არ მისცენ ხმა, თავზე დაადგე - ეს არის „ნაცური“ მმართველობა და ეს არის აგენტების მიერ მმართველობის ფორმა, რომლის დამკვიდრებაც უნდათ და ამ ქვეყანაში ეს არ დამკვიდრდება. თავის დროზე, ესენი ახერხებდნენ ამას და ახლა ვეღარ უნდა მოახერხონ. გთხოვთ, ახლა შევაჩეროთ კენჭისყრა. ბუნებრივია, ის შედეგები, რაც უკვე მიღებულია, ევრორეკომენდაციის შესასრულებლად გადადგმული დიდი ნაბიჯია. ვინ აკეთებს საპირისპირო საქმეს, ვინ დადის ევროპული გზის საწინააღმდეგოდ, აქ უკვე ყველაფერი ნათელი გახდა. ქართულმა საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რეალურად რა ხდება, ვინ არის ევროპული გზის მომხრე და ვინ მიდის აშკარად, ასე თავხედურად ამ ყველაფრის წინააღმდეგ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი აირჩია. პლენარულ სხდომაზე გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად, დეპუტატებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ზურაბ გურასპაშვილი, ტრისტან ბენაშვილი და გიორგი გზობავა აირჩიეს. ოპოზიციის ნაწილმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, რის გამოც კენჭისყრა შეწყდა და ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)