|
2023-05-17 12:59:27, 1573 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკრაინასთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირა
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს აშშ-ის პრეზიდენტს, უკრაინის წინააღმდეგ ომის დანაშაულების დასასჯელად სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭიროს. დოკუმენტი განსახილველად წარმომადგენელთა პალატას გადაეგზავნა. „მოვუწოდებთ პრეზიდენტს, მხარი დაუჭიროს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის დასჯის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციამ დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში; იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში გამოიწვია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მასიური განადგურება, მილიონობით უკრაინელის გადაადგილება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ათასობით უკრაინელის, მშვიდობიანი მოქალაქისა და სამხედრო პერსონალის დაღუპვა...", - ნათქვამია რეზოლუციაში. რეზოლუციაში კონგრესმენები ხაზს უსვამენ რუსეთის მიერ გაერო-ს წესდების მუხლების დარღვევას და ამბობენ, რომ „რუსეთის ფედერაციის მიერ უპრეცედენტო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში კრიტიკულ წერტილამდე მივიდა, რაც მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის დაუყოვნებლივ და გადამწყვეტ მოქმედებას“. რეზოლუციის თანახმად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას; მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში; ხაზს უსვამს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; თვლის, რომ არსებობს ძლიერი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთის ფედერაციის ცალკეული ლიდერები არიან დამნაშავეები უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულში და ეს მოითხოვს სათანადო სასამართლო გადაწყვეტილებას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან; აღიარებს სპეციალური ტრიბუნალის შექმნის აუცილებლობას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის საქმეზე.
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)