00:20 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-17 12:31:30, 564 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიციონერი დეპუტატები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რუსეთთან ორმხრივ ფრენებზე თანხმობა გააუქმოს

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს მისი მხრიდან თანხმობა პირდაპირ ფრენებზე,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, შეუძლებელია, ერთი მხრივ, ქვეყანა მიისწრაფოდეს ევროპისკენ და მეორე მხრივ დგამდეს ნაბიჯებს, რომ დაბრუნდეს რუსეთის ორბიტაზე.

"ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს მისი მხრიდან თანხმობა პირდაპირ ფრენებზე. მართალია, უვიზო რეჟიმის შემოღება ეს არის ცალმხრივი გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან, მაგრამ პირდაპირი ფრენების აღდგენა ესაა, ორმხრივი გადაწყვეტილება და ამას საქართველოს მთავრობის თანხმობა არ უნდა ჰქონდეს. შეუძლებელია, ერთის მხრივ, ქვეყანა მიისწრაფოდეს ევროპისკენ, რისი ოფიციალური განაცხადი საქართველოს გაკეთებული აქვს და მეორეს მხრივ დგამდეს ნაბიჯებს, რომ დაბრუნდეს რუსეთის ორბიტაზე, ამიტომ ეს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს. ეს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, სხვა შემთხვევაში, მუშაობა და პროცესის ილუზიის შექმნა, რომ თითქოს 12 პუნქტი სტატუსის მისაღებად სრულდება, იქნება ფარსი და ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით უდიდესი დარტყმის ქვეშ აყენებს საქართველოს უსაფრთხოებას და ევროინტეგრაციას",- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, ოპოზიცონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის თქმით, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა საქართველოს ევროპული სტატუსის საბოტაჟირებაა.

"ეს გადაწყვეტილება არის ჩვენი ევროპული სტატუსის საბოტაჟირება. ყველა გამოკითხვა აჩვენებს და "ქართულმა ოცნებამაც" კარგად იცის, რომ მშვიდობა და კეთილდღეობა უკავშირდება ჩვენს ევროპულ მომავალს, უსაფრთხოება და სტაბილურობა უკავშირდება ევროპულ მომავალს, ასეთ ვითარებაში რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავება და პირდაპირი ფრენები არის საბოტაჟირება ევროპული მომავლის. პუტინის გადაწყვეტილება არ უკავშირდება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას, მიზანი არის რუსული გავლენების გაძლიერება ქვეყანაში და როცა ასეთ პოლიტიკას მიესალმება ხელისუფლება, ის ქმნის დასტურს, რომ იყოს რუსული ხელისუფლების გაგრძელება ამ ქვეყანაში და მთელი მისი რიტორიკა იყოს კრემლისტური",- განაცხადა სამნიძემ.

ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გუშინ განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics