|
2023-05-17 10:54:16, 811 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - რა უნდა პირდაპირი ფრენების დაწესებას საქართველო-აშშ-ს შორის? - ელჩი რომ ვიყო, ვიზრუნებდი
ერთ-ერთ ბრიტანულ საიტზე, საკონსულო დეპარტამენტის ოფიციალური საიტია, პირდაპირ დევს შარშანწინდელი ამერიკული საკონსულოს სტატისტიკა და ხდება რა, რომ საქართველოს მოქალაქეებს დაუკმაყოფილდათ სავიზო განაცხადების 37 პროცენტი. ამაზე უამრავი ადამიანი ისედაც საუბრობს, როდესაც საქართველოს მოქალაქემ მიიღო სტუდენტური დაფინანსება, გამზადებულია საბუთები და ვიზას არ ურტყამენ. ჩემს გარშემოა 2 ასეთი შემთხვევა,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პარტიის თავმჯდომარის თქმით, „გაუგებარია, რატომ არ უნდა ჩაურტყა ბავშვს, ახალგაზრდას ვიზა, მაშინ, როდესაც დაფინანსება აქვს მიღებული ამ ქვეყანაში“. „ასეთი უამრავი ფაქტია, აღარ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ 37 პროცენტია მაჩვენებელი, როდესაც იგივე სტატისტიკა დევს მეზობელ ქვეყნებთან დაკავშირებით, მათ შორის, შარშანწინდელი რუსეთის სტატისტიკაც დევს, ომამდე ვითარებაა ასახული და იქ რა ვითარებაა: 63-დან 88 პროცენტამდე მერყეობს ვიზების გაცემის სტატისტიკა. როგორ შეიძლება ასეთი მკაცრი პოლიტიკა გქონდეს საქართველოს მოქალაქეების მიმართ. 37 პროცენტი ჩვენთან და 63-დან 88 პროცენტამდე მეზობელ ქვეყნებში. იგულისხმება როგორც რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი. რატომ არ ხდება მაშინ დაახლოება, თუ ეს დაახლოებას ნიშნავს. რა უნდა პირდაპირი ფრენების დაწესებას საქართველოსა და აშშ-ს შორის? მე რომ ვიყო ამერიკის ელჩი ამაზე ვიზრუნებდი, მით უმეტეს თუ ფიქრობ რომ ასეთი რისკებია დაკავშირებული უვიზო მიმოსვლასთან ან პირდაპირ ფრენებთან. მაშინ დააწესე პირდაპირი ფრენები, ან უვიზო მიმოსვლა ან თავისუფალი ვაჭრობა. რომ საუბრობენ იმაზე რომ ექსპორტ-იმპორტზე ვართ დამოკიდებული რუსეთის ფედერაციასთან, შენ რატომ არ აფორმებ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ამდენი წელი გავიდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)