|
2023-05-16 22:37:10, 1356 ნახვა
მსოფლიო
მიშელი - გვსურს გაერთიანება იმის უზრუნველსაყოფად, რომ დემოკრატიულ ღირებულებები და ფუნდამენტური პრინციპები დავიცვათ
ჩვენი გზავნილია, რომ გვსურს ყველას გაერთიანება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენ დავიცავთ დემოკრატიულ ღირებულებებს, ფუნდამენტურ პრინციპებს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა რეიკიავიკში მიმდინარე ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტზე განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინა ცივილიზებული სამყაროს დემოკრატიული ღირებულებებისა და ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად იბრძვის, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ ლიბერალური დემოკრატიები ერთად იყვნენ და უკრაინას ამის რეალიზებაში დაეხმარნონ. „ვიცით, რომ უკრაინელები იბრძვიან ჩვენი დემოკრატიული ღირებულებებისთვის, ჩვენი ფუნდამენტური პრინციპებისთვის. სწორედ ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ მკაფიოდ უნდა დავადასტუროთ ფინანსური, პოლიტიკური მხარდაჭერა, სამხედრო მხარდაჭერა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს და ხვალ ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ლიბერალური დემოკრატიები ერთად არიან ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად, ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ ყველგან ევროპაში“, - განაცხადა შარლ მიშელმა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)