01:14 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-16 14:33:21, 665 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე „აზიმუტზე“ - მარტო იმისთვის, ღირდა ფრენების აღდგენა, რომ რუსულ კომპანიებს ეს „ჩაეედითებინათ“

მარტო იმისთვის, ღირდა ფრენების აღდგენა, რომ რუსულ კომპანიებს ეს ჩაეედითებინათ,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ავიაკომპანია "აზიმუტის" მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებელი ქვეყნების სიიდან ამოღებას.

მდინარაძის თქმით, ავიაკომპანიის აღნიშნული გადაწყვეტილება პრაგმატული პოლიტიკის დამსახურებაა. 

"მარტო იმისთვის ღირდა ამ ფრენების აღდგენა და დათანხმება, დავარქვათ თუნდაც დათანხმება, სპეციალურად ვუტრირებ, რომ რუსულ კომპანიებს ჩაეედითებინათ, ანუ ჩაესწორებინათ და აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი სამხრეთ ოსეთად და ცალკე რეგიონად აღარ მოეხსენიებინათ, მარტო ამისთვის ღირდა. და როცა ჩვენ ვამბობთ, რომ პრაგმატული პოლიტიკა არის ამ ქვეყნის და მისი გაერთიანების მომავალი, სწორედ ასეთ რაღაცებსაც ვგულისხმობთ",- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, რუსულმა ავიაკომპანია "აზიმუტმა" (Azimuth Airlines), რომელიც მოსკოვი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების შესრულებას იწყებს, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელი ქვეყნების სიიდან ამოიღო. მანამდე ავიაკომპანიის ვებგვერდზე ოკუპირებულ აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" ცალკეულ ქვეყნებად იყო ჩამოთვლილი, მსურველებს კი, რეგისტრაციისას თვითგამოცხადებული რესპუბლიკების არჩევა შეეძლოთ.

 საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენების განსახორციელებლად ავიაკომპანია Azimuth Airlines-ზე აუცილებელი ნებართვა გუშინ, 15 მაისს გაიცა. ირკვევა, რომ ავიაკომპანიის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის საჰაერო ხაზზე ფრენების შესრულების ნებართვა მიმდინარე წლის 17 მაისიდან, კვირაში შვიდი სიხშირით გაიცა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება. 

„აზიმუტის“ მიერ გავრცელებული ცნობით, მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისი 19 მაისიდან ყოველდღიურად შესრულდება.

10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა  განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics