01:13 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-16 14:14:57, 664 ნახვა

პოლიტიკა
ნაცვლიშვილი - თავსებადი არ არის - თან გინდოდეს ევროპა და თან რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება

თქვენ არღვევთ კონსტიტუციას. ერთი ხელით თითქოს პარლამენტში ჰქმნით სამუშაო პროცესს, მეორე ხელით და მთელი ძალით ავრცელებთ ანტიევროპულ, ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდას, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ნაცვლიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლებას მოუწოდა, მკვეთრი განცხადებებით გაემიჯნოს „ტროლების" მიერ წარმოებულ ანტიევროპულ პროპაგანდას.

„ერთი ხელით აქ მუშაობდეთ და თან ანტიევროპულ პროპაგანდას გამალებით აწარმოებდეთ - არ არის ერთმანეთთან თავსებადი. არ არის თავსებადი თან გინდოდეს ევროპა და თან რუსეთთან პირდაპირი მიმოსვლა და რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება. ეს ორი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. თავსებადი არ არის, რომ თან სამუშაო ჯგუფში და კომიტეტზე მეტ-ნაკლებად პოზიტიური, პოლიტიკურ კონსენსუსზე დაფუძნებული საარჩევნო ცვლილებები ხორციელდებოდეს და რამდენიმე თვეში, ერთპარტიული, სრულიად არასწორი, არაევროპული არა კონსენსუალური, ძალიან ცუდი ცვლილებები შემოგქონდეთ საარჩევნო კანონმდებლობაში და იწყებდეთ მზადებას 2024 წლის არჩევნების ჯიბეში ჩასადებად", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა .

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას" არ უნდა, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ქვეყანა შედგეს როგორც ევროპული სახელმწიფო.

„თქვენ არ გსურთ კორუფციისგან, უსამართლობისგან, ჩაგვრისგან, უფლებების დარღვევისგან თავისუფალი ქვეყანა, სადაც დაცული იქნება ყველას უფლება და ყველას ღირსება, დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მეშვეობით და არა ოლიგარქიული მმართველობით",- თქვა ნაცვლიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics